• 2

ისტორია

1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი გარდაიქმნა საქართველოს უშიშროების სამინისტროდ, ხოლო 1992 წელს – საქართველოს საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურად (შემდგომში საქართველოს უშიშროების სამინისტრო), რომელთა შემადგენლობაშიც ფუნქციონირებდა დაზვერვის სამმართველო. ამ პერიოდის განმავლობაში დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელები იყვნენ: მურმან კალანდაძე (1991), გურამ რეხვიაშვილი (1991), დავით ბაზღაძე (1991-1994), გიორგი ერისთავი (1994-1995), გურამ რეხვიაშვილი (1995-1997).

1997 წლის 19 სექტემბერს საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა. ეს დღე, შემდგომში ოფიციალურად გამოცხადდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დღედ. დეპარტამენტში გაერთიანდა ოპერატიული, ინფორმაციისა და ანალიზის, კადრების, ინსპექციისა და საკუთარი უსაფრთხოების სამმართველოები, რადიოტექნიკური დაზვერვის ცენტრი, აჭარისა და აფხაზეთის რეგიონალური სამმართველოები.

საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი 2004 წლიდან 2005 წლის დასაწყისამდე, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება, კვლავ დაექვემდებარა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს.

გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის შექმნის შესახებ მიღებული იქნა 2004 წლის 24 დეკემბერს, "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ. ხოლო 2005 წლის 24 იანვარს დამტკიცდა "საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის №45 ბრძანებულება.

2010 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონები: „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ და „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“, რომელთა საფუძველზეც სამსახურს ეწოდა „საქართველოს დაზვერვის სამსახური“.

2013 წლის 20 სექტემბრიდან საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ–მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება.


საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები

  • - ავთანდილ იოსელიანი (1997–2004 წწ.)
  • - ვალერი ჩხეიძე (2004 წ.)
  • - ბათუ ქუთელია (2004–2006 წწ.)
  • - ანა ჟვანია (2006–2008 წწ.)
  • - გელა ბეჟუაშვილი (2008–2013 წწ.)
  • - დავით სუჯაშვილი (2013–2019 წწ.)
  • - ლევან იზორია (2019 წ.)
  • - შალვა ლომიძე (2020–2024 წწ.)

თბილისი, უცნობ გმირთა ქ. #51/53
ტელ: (+995 32) 2 022 772
ელ-ფოსტა: docs@gis.gov.ge
Facebook you tube E-mail
© 2016-2024 საქართველოს დაზვერვის სამსახური
ყველა უფლება დაცულია