• 2

სამსახურის სიმბოლიკა და უწყებრივი მედლები

ემბლემა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის ცენტრში, ქართული დროშის ფონზე, გამოსახულია ივერიული გვირგვინით დამშვენებული ჰერალდიკური ფარი ოთხქიმიანი ვარსკვლავით (კონტროლისა და უსაფრთხოების სიმბოლო).

დროშა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა წარმოადგენს მართკუთხა თეთრ ქსოვილს, რომელზეც გამოსახულია წითელი ჯვარი, ხოლო ზედა მეოთხედში, თეთრ ველზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავი - საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი.

სამსახურის უწყებრივი მედლები

მედალი „ღირსების ჯვარი“

მედლით „ღირსების ჯვარი“ ჯილდოვდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები სადაზვერვო საქმიანობაში თავდადებისა და კონკრეტული პირადი მიღწევებისათვის, ასევე მრავალწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის.

მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“

მედლით „მაღალი პროფესიონალიზმისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

მედალიონი „საქართველოს დაზვერვის ვეტერანი“

მედალიონით „საქართველოს დაზვერვის ვეტერანი“ ჯილდოვდებიან პირები, რომელთაც საქართველოს დაზვერვის სისტემის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ან საქართველოს დაზვერვის სამსახურის პენსიაზე გასული სამაგალითო მოსამსახურეები, რომელთაც გააჩნიათ დაზვერვის სისტემაში სამსახურის 10–წლიანი გამოცდილება.

მედალიონი „15 წელი საქართველოს დაზვერვის სამსახურში“

მედალიონით „15 წელი საქართველოს დაზვერვის სამსახურში“ ჯილდოვდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები, რომელთაც პირადი წვლილი აქვთ შეტანილი სამსახურის რეფორმირების, განვითარების და წარმატებით ფუნქციონირების საქმეში და გააჩნიათ დაზვერვის სისტემაში სამსახურის 15–წლიანი გამოცდილება.

სამკერდე ნიშანი

სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და 5–წლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის.

თბილისი, უცნობ გმირთა ქ. #51/53
ტელ: (+995 32) 2 022 772
ელ-ფოსტა: docs@gis.gov.ge
Facebook you tube E-mail
© 2016-2024 საქართველოს დაზვერვის სამსახური
ყველა უფლება დაცულია