• 2

სამსახურის უფროსი

შალვა ლომიძეშალვა ლომიძე
დაზვერვის გენერალ-მაიორი.

შალვა ლომიძე დაიბადა 1977 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში, ქ. სოხუმში.

1999 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია.

აკადემიის დასრულების შემდეგ, შალვა ლომიძემ კარიერა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურში, სადაც იკავებდა სხვადასხვა პოზიციას. 2004 წლიდან მან მუშაობა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრშპიონაჟის დეპარტამენტში.

2005-2012 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო 2012 წელს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მსახურობდა.

2014 წელს მან სამსახურებრივი კარიერა საქართველოს დაზვერვის სამსახურში განაგრძო, სადაც დაინიშნა დირექტორატის უფროსის მოადგილისა და შემდგომ დირექტორატის უფროსის თანამდებობებზე. 2014 წელს ის გახდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. 2020 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას.

2021 წლის 23 აპრილს, შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

ის ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.

არის დაქორწინებული და ჰყავს ერთი შვილი.

თბილისი, უცნობ გმირთა ქ. #51/53
ტელ: (+995 32) 2 022 772
ელ-ფოსტა: docs@gis.gov.ge
Facebook you tube E-mail
© 2016-2023 საქართველოს დაზვერვის სამსახური
ყველა უფლება დაცულია