თუ თქვენთვის ეროვნული ფასეულობები, ქვეყნის უსაფრთხოება და ხალხის კეთილდღეობა პრიორიტეტულია;
თუ მიიჩნევთ, რომ ქვეყნის მომავალს უნდა ქმნიდნენ პატრიოტი, ღირსეული, მცოდნე, შრომისმოყვარე, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანები;
თუ ფიქრობთ, რომ დაზვერვის სამსახურს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და გსურთ, ცოდნისა და გამოცდილების, ინიციატივებისა და ნიჭის ქვეყნის სამსახურში გამოყენება;
თუ გამბედაობა, სიმტკიცე, შეუპოვრობა და სიმამაცე თქვენი ხასიათის ძლიერი მხარეა, არ გეშინიათ გამოწვევების და გსურთ, მონაწილეობდეთ საქართველოს ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ფორმირების პროცესში;
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, იმსახუროთ საქართველოს დაზვერვის სამსახურში!
ელ.ფოსტა: hr@gis.gov.ge
ტელ: (+995 32 ) 2 022 755
მობ: (+995 595) 022 755
აპლიკაცია