სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო და უცხო ენას, თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, შეძლებენ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.
სამსახურში პირის მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) ნასამართლობა;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადება;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა საფუძველი.